ComCom-მა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G-ის შესახებ ლექცია ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ, სტუდენტებში ტექნოლოგიებისა და სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ლექცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, დაინტერესებულ ახალგაზრდებს 5G-ის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საჯარო შეხვედრას ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, სანდრო ქარუმიძე გაუძღვა, რომელმაც 5G ტექნოლოგიის უპირატესობები, უკვე დანერგილი ტექნოლოგიებისგან მისი განმასხვავებელი ნიშნები, მსოფლიოში არსებული ტენდენციები და ამ მიმართულებით, საქართველოს პერსპექტივები მიმოიხილა. სტუდენტები ასევე გაეცნენ იმ სამუშაოებსა და პროცესებს, რომლებსაც კომუნიკაციების კომისია ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიმართულებით ახორციელებს.

თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები, კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს 4 უნივერსიტეტში უკვე გამართა და მომავალში, სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები