კოლეჯ „განთიადის“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ მოკლევადიანი კურსების ფარგლებში კურსდამთავრებულების სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მოკლევადიანი კურსები წარმატებით დასრულდა 4 პროფესიაში: სანტექნიკოსი, მეფილე მომპირკეთებელი, მკერავი, სტილისტი, რომლის ფარგლებშიც 14 დევნილი და 30 სოციალურად დაუცველი პირი გადამზადდა. აღნიშნულ ბენეფიციარებს ასევე დაურიგდათ პროფესიის შესაბამისი ინვენტარი, რომელსაც კურსდამთავრებულები თვითდასაქმების ან დასაქმების მიზნით გამოიყენებენ. აღნიშნული კურსები აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “ახალი ეკონომიკური შესაძლებლობის ინიციატივის” (NEO) ფარგლებში ჩატარდა. მოკლევადიანი კურსების მეშვეობით მოწყვლადი ჯგუფები USAID-ის მხარდაჭერით სხვადასხვა პროფესიას 2008 წლიდან მოყოლებული ეუფლებიან. USAID-თან თანამშრომლობის ფარგლებში კოლეჯში სულ 242 ბენეფიციარი გადამზადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები