მიხეილ სააკაშვილი: წინააღმდეგი ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის, რადგან ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს, რაც ახლა ხდება, ივანიშვილის თამაში და მცდელობაა, გადაიტანონ ყურადღება ოლიგარქის დიქტატურიდან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესს ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის, რაც ახლა ხდება, ივანიშვილის თამაში და მცდელობაა, რათა ოლიგარქის დიქტატურიდან ყურადღება გადაიტანონ.

„ზოგადად, წინააღმდეგი ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის, რადგან ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, როგორც ადრე უკვე ვთქვი, არის ივანიშვილის თამაში და მცდელობა გადაიტანონ ყურადღება ოლიგარქის დიქტატურიდან, რადგან აღარ ვსაუბრობთ ფარცხალაძეზე, კორუფციაზე, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პრობლემებზე.

სალომე ზურაბიშვილს ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება“, – წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები