მიხეილ სააკაშვილი: ძალიან მიხარია, რომ ჩემი გუნდის აქტიურობით ჩემი ძვირფასი კახელების პრობლემა ხელისუფლების ყურამდე მივიდა
“რთული წელი იყო კახელი მევენახეებისთვის, არაერთხელ დასეტყვილი ვენახი და განადგურებული მოსავალი, რამაც შემოსავლის გარეშე დატოვა თითოეული მათგანი”,- ამის შესახებ პატიმარი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ძალიან მიხარია, რომ, ჩემი გუნდის აქტიურობითა და პირადად გიორგი ბოტკოველის ინიციატივით, ჩემი ძვირფასი კახელების პრობლემა ხელისუფლების ყურამდე მივიდა და იძულებული გახადა პრობლემა მოეგვარებინა!
ფაქტია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”,- წერს სააკაშვილი.