ირაკლი ჩიქოვანი: კონსტიტუციის უგულებელყოფა ვერასდროს ჩაითვლება ევროპულ საქციელად

“ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი, რომელიც შეიძლება ვინმეს ამართლებდეს იმაში, რომ ის კონსტიტუციას არღვევს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას.

მისივე თქმით, კონსტიტუციისა და კანონის წინაშე ყველა თანაბარია.

„განხილვების პერიოდშიც ვხედავთ, რომ არანაირი არგუმენტი წარმოდგენილი არ არის და დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩვენს წარდგინებას დააკმაყოფილებს. კონსტიტუციის უგულებელყოფა ვერასდროს ჩაითვლება ევროპულ საქციელად, ხოლო ის პროცესი, რომელიც ახლაა წამოწყებული, ეს არის მთავარი ჩვენი კანონის, კონსტიტუციის უზენაესობის უზრუნველყოფა. კონსტიტუციისა და კანონის წინაშე ჩვენს ქვეყანაში ყველა თანაბარია“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები