მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: მათ აქვთ მოგონილი მიდგომები, მოგონილ ამბებზე თვითონ თავს იბრაზებენ და ამ გაბრაზებულზე ნარატივებს ალაგებენ

“ჩვენი ოპოზიცია ამბობს, რომ კონსტიტუციის დარღვევა არის ევროპული და ხელს შეგვიწყობს ევროინტეგრაციაში, ხოლო ამაზე რეაგირება არის ხელისშემშლელი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას მოგონილი მიდგომები აქვს.

„რაც ოპოზიციას არ მოსწონს, ყველაფერი რუსულია. მათ აქვთ მოგონილი მიდგომები. მოგონილ ამბებზე თვითონ თავს იბრაზებენ და ამ გაბრაზებულზე შემდეგ ნარატივებს ალაგებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები