მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის არგუმენტები იმდენად აბსურდულია სამართლებრივად, რომ კრიტიკაც ვერ უძლებს

“პრეზიდენტის არგუმენტები იმდენად აბსურდულია სამართლებრივად, რომ კრიტიკაც ვერ უძლებს და სერიოზული საუბარიც კი შეუძლებელია ამაზე:, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ეს არის აბსოლუტურად რეალობას აცდენილი და ანტისახელმწიფოებრივი.

„როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს არ უდგას მხარში, არ აძლიერებს მას თავისი სწორი, რეალობასთან მიმართებით რელევანტური არგუმენტებით, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს საქმის მეორე, პოლიტიკური მხარეა, არასამართლებრივი. პოლიტიკური, მაგრამ მორალურად აბსოლუტურად რელევანტური და სწორი, რომ საქართველო დღეს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და პრეზიდენტი რომ ამბობს, რომ არ იმსახურებს ეს არის აბსოლუტურად რეალობას აცდენილი და ანტისახელმწიფოებრივი. ეს უარის თქმის მიზეზი იყო, მას შემდეგ რაც რამდენიმე თანხმობაც გასცეს, შემდეგ 26 მაისი იყო, შემდეგ პოზიციის არშეცვლა იყო. დღესაც კი არ მოგვისმენია ჩვენ მისგან განმარტება, რომ არა, მე შევცდი და საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ის დღემდე მიჰყვება იმ აზრს, რომ ფორმალურად სრულდება რეკომენდაციები. ეს უარის თქმის საფუძველია, რა თქმა უნდა, მაგრამ სამართლებრივად დღევანდელმა პროცესმა დაადასტურა, რომ აქ სადავო საკითხი არ არსებობს უბრალოდ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები