მალაიზიური ბოინგი შესაძლოა, გარე ობიექტების მოხვედრისას დაიმსხვრა

მალაიზიური ბოინგის დამსხვრევის შესაძლო მიზეზი დიდი რაოდენობით გარე ობიექტების მოხვედრა გახდა. ამის შესახებ ნიდერლანდების წინასწარ ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის ავტორების მტკიცებით, ბოინგის ფრენა მოსკოვის დროით 17:20 საათამდე გრძელდებოდა, პილოტების მოლაპარაკებების თანახმად კი, ტექნიკური ხარვეზები ბორტზე არ არსებობდა, – წერს „იტარ-ტასი“.
გამოძიების მონაცემების თანახმად, გადაგდებული ნამსხვრევების გათვალისწინებით, ლაინერი ჰაერში დაიმსხვრა. გარდა ამისა, ნიდერლანდების ანგარიშში ნათქვამია, რომ ლაინერის დამსხვრევის საბოლოო მიზეზების გასარკვევად დამატებითი გამოძიების ჩატარებაა საჭირო. სრული ანგარიში ამ წლის ბოლომდე იქნება მომზადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები