ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთს სოხუმის აეროპორტის აღდგენის პროექტის ხელმოწერისთვის მადლობას უხდის
ოკუპირებული აფხაზეთი მადლობას უხდის რუსეთის ხელმძღვანელობას სოხუმის აეროპორტის აღდგენის საინვესტიციო პროექტის ხელმოწერისთვის, – განაცხადა ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სოჭში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების დაწყებამდე.
“მადლობას ვუხდით რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. ცოტა ხნის წინ, ხელი მოეწერა შეთანხმებას ქალაქ სოხუმის აეროპორტის აღდგენის საინვესტიციო პროექტის განხორციელებაზე. ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს”, – თქვა ბჟანიამ.
მისი თქმით, სოხუმი ასევე მადლობას უხდის მოსკოვს “ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციისთვის” და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი „დიდი ენთუზიაზმით იქნა მიღებული“.
სოჭში ლავროვი დღეს შეხვდება ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასევე სამმხრივი მოლაპარაკება გაიმართება. გარდა ამისა, რუსეთის პირველი დიპლომატი თავის ე.წ.აფხაზ და სამხრეთ ოსელ კოლეგებსაც შეხვდება.