“ვისურვებდით საკონსტიტუციო სასამართლოს და კონსტიტუციის მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას, რაც გამოხატული იქნებოდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქ მობრძანებით” – ირაკლი კობახიძე
“ჩვენ ვისურვებდით განსხვავებულ დამოკიდებულებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ, რაც იქნებოდა გამოხატული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქ მობრძანებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.
„მე არ მინდა, მაინცდამაინც განვავრცო ის დისკუსია, რომელიც წარიმართა პრეზიდენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით, უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩვენ ვისურვებდით განსხვავებულ დამოკიდებულებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ, რაც იქნებოდა გამოხატული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქ მობრძანებით. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის ჩემი, როგორც იურისტის პოზიცია, როგორც სახელმწიფო თანამდებობის პირის პოზიცია და ამ პოზიციას ვახმოვანებ ხალხის მიერ არჩეული 80 პარლამენტის წევრის სახელით. ეს იქნებოდა სასურველი ევროპული დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ,“ – განაცხადა კობახიძემ.