გოლოდომორი უკრაინაში – ტრაგედია თუ გენოციდი? (მეორე ნაწილი)

1931 წელს კრემლის გადაწყვეტილებით, მოსკოვიდან ახალი მითითებები მოვიდა – უკრაინას ხორბლის ჩაბარების ნორმები გაეზარდა. მდგომარეობა სოფლებში დაიძაბა, წლის ბოლოს სასურსათო მაღაზიები ნელ-ნელა გამოცარიელდა, 1932 წელს კი შიმშილი დაიწყო. უკრაინის კომუნისტური პარტიიის თავმჯდომარე მიკოლა სკრიპნიკი ყველნაირად ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას, თუმცა მას გამბედაობა არ ეყო, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების მოსაწყობად. ის მოსკოვში სტალინთან წავიდა, მაგრამ მან სკრიპნიკი არ მიიღო. ხარკოვში დაბრუნებულ სკრიპნიკს შემზარავი ამბავი დახვდა – ოგპუ-მ (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) მისი რამდენიმე პოლიტიკური თანამოაზრე დააპატიმრა.
1933 წელს სტალინმა ,,უკრაინიზაციის შეჩერების“ შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. სკრიპნიკმა რამდენიმე დღეში თავი მოიკლა. ერთი თვის შემდეგ ,,ჩეკისტებმა“ კიევსა და ხარკოვში კონტრრევოლუციური ჯგუფი, ე.წ. ,,ნაციონალური ცენტრი“ გამოააშკარავეს, რომლის შემადგენლობაშიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სკრიპნიკი და მისი მეგობრებიც შედიოდნენ. სიკვდილის შემდეგ სტალინმა ისინი საბჭოთა ხალხი მტრებად გამოაცხადა.10685284_741633955902567_28161833_n
სოფლად სურსათის გარეშე დარჩენილი გლეხობა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა, მათი დიდი ნაწილი შეეცადა სოფლებს გასცლოდა და თავი დიდი ქალაქებისთვის შეეფარებინა. მაშინდელი საბჭოეთის უდიდესი ქალაქები მშიერი, უსახლკაროდ დარჩენილი უკრაინელებით გაივსო. მილიცია მათ დასდევდა და მაწანწალობისთვის ციხეში სვამდა. ინფორმაციამ უკრაინაში შიმშილის დაწყების შესახებ დასავლეთშიც გაჟონა, მაგრამ საბჭოთა მთავრობამ ცნობა უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ უარყო. თუმცა ბევრ ევროპულ გაზეთში თამამად დაიწერა უკრაინელი ხალხის გენოციდის შესახებ და არსებული პრობლემის ხელოვნურ მიზეზებზე. კრემლის რეაქცია ცალსახა იყო. მათ ყოველივე ამას იმპერიალისტური მონაჩამახი უწოდეს. უკრაინელმა ემიგრანტებმა თანამემამულეების დახმარება სცადეს. ხორბლით დატვირთული ვაგონები უკრაინისკენ დაიძრა. კრემლის ბრძანებით, საბჭოთა უკრაინის ტერიტორიაზე არც ერთი ვაგონი არ შემოუშვეს. შიმშილმა განვითარების პიკს 1932-1933 წლებში მიაღწია. ამ დროისათვის შეძლებული გლეხობა და კულაკები ფაქტობრივად გაანადგურეს, სოფელში გადარჩენილი ხალხის ნაწილი კი კოლექტივებში შეყარეს.
,,კრემლმა უკვე 20-იანი წლების ბოლოს იგრძნო, რომ უკრაინული ნაციონალიზმი, რომელიც სამოქალაქო ომის დროს ქაოსმა მოიცვა, ახალ ძალებს იკრებდა და რამდენიმე წელიწადში საბჭოთა რეჟიმისთვის უკვე საშიში გახდებოდა. ლენინის გარდაცვალების შემდეგ, სტალინის დამოკიდებულება არსებული რეგიონების მიმართ რადიკალურად შეიცვალა, არსებული საბჭოთა რესპუბლიკებიდან უკრაინა იმპერიალისტური იდეებით გაჟღენთილი პოლონეთის გვერდით ერთ-ერთ ყველაზე არასაიმედო მხარეს წარმოადგენდა. ეს სტალინმა იცოდა. ამიტომაც შეტევაზე ჩქარა გადავიდა და ტიპური აზიელი დიქტატორის სტილში ჯერ კონტრრევოლუციურად განწყობილი ინტელიგენცია და სასულიერო პირები მოიშორა, ხოლო შემდეგ დარტყმა უკრაინის უმდიდრეს სოფლებზე მიიტანა და იძულებითი კოლექტივიზაციის პროცესი მოახვია თავს, რამაც ,,კულაკების“ განადგურება გამოიწვია“,- წერს ბრიტანელი ისტორიკოსი, საბჭოთა რეჟიმის ისტორიის სპეციალისტი რობერტ კონკვესტი.10695309_741633959235900_1923726089_n
იძულებითი კოლექტივიზაციის პროცესის დროს, გლეხები ხორბალს სახელმწიფოს ნებაყოფლობით არ აბარებდნენ. უკრაინის სოფლებში საგანგებო სადამსჯელო ოპერაციები ეწყობოდა, შეიარაღებული წითელარმიელები არ ინდობდნენ არავის, ვინც კოლექტივიზაციის პროცესისითვის წინააღმდეგობის გაწევას აპირებდა, ადგილზე ხვრეტდნენ. უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია აღარ არსებობდა, რომელსაც უკრაინის სოფლებში უდიდესი ავტორიტეტი გააჩნდა, ინტელიგენციის ყველაზე მებრძოლი ნაწილიც ლიკვიდირებული იყო, ამიტომ წითელი ტერორის მესვეურებს აღარ უჭირდათ გლეხთა საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა.

10704836_741632882569341_1035913053_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები