მაკა ბოჭორიშვილი – კანდიდატის სტატუსზე: საქართველო ცარიელი ხელით ნამდვილად არ მიდის დეკემბრამდე

„საქართველო ცარიელი ხელით ნამდვილად არ მიდის დეკემბრამდე. საქართველომ 1 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რომ 12 რეკომენდაცია შესრულებულიყო და ჩვენ ვნახავთ ევროკომისიის შეფასებებს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კანდიდატის სტატუსზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა, მიმართული იყო ერთი მიზნისთვის – რომ საქართველომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

“ერთი რამ ფაქტია, რომ ეს დამოკიდებულება, რაც იყო რეკომენდაციების შესრულების პროცესში და ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა, მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს პოლიტიკური კომპონენტი და ახლა სწორედ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მათი პოზიციების კონსოლიდაციაზე საუბარი“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები