“ქალბატონო პრეზიდენტო, პოლიტიკური შიზოფრენიის მკურნალობა რთულია” – კარასინი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, გრიგორი კარასინი ტელეგრამის არხში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

“საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიდევ ერთი ღრმად გააზრებული განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თუ უკრაინა დაეცემა, საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეიძლება იყვნენ შემდეგი, რომლებსაც რუსეთი თავს დაესხმება. ქალბატონო პრეზიდენტო, პოლიტიკური შიზოფრენიის მკურნალობა რთულია! ასეთ შემთხვევაში, რატომ არ უნდა ვახსენოთ უფრო შორეული სამიზნეები – გერმანია, შვეიცარია თუ მალტა?

უფრო მარტივი არ არის, გაიხსენოთ, რომ ცივი ომის დასრულების და ნატოს აღმოსავლეთისკენ არ გაფართოების დაპირებების შემდეგ როგორ მიუახლოვდა შვიდმილიმეტრიანი ნაბიჯებით რუსეთის საზღვრებს არც ისე უწყინარი ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი არასამთავრობო საწვრთნელი სტრუქტურების სახით.

აღმოსავლეთ ევროპის, შემდეგ კი პოსტსაბჭოთა სივრცის დასავლური დამუშავების სამი ათწლეულის მიზნები აშკარაა. ჩვენი ქვეყნის გარშემო ისინი უკვე მჭიდროდ არიან. უკრაინა არის ბოლო საზღვარი, სადაც შეიქმნა პლაცდარმი რუსეთთან დაპირისპირებისთვის. ამის მიზნებიც ნათელია. ასე რომ, საკუთარ თავს ნუ შეაშინებთ!”,- წერს კარასინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები