ქეთევან კვინიკაძე სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის გენერალურ მდივანს, ურშულა ზორე ტავაჩარის შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
ქეთევან კვინიკაძემ და ურშულა ზორე ტავაჩარიმ აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარლამენტების აპარატის თანამშრომლების გაცვლითი ვიზიტები ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. ურშულა ზორე ტავაჩარი საქართველოში ვიზიტით იმყოფება სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტი) დელეგაციასთან ერთად, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩი ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები