ComCom-მა ამბროლაურში 300-ზე მეტი ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიის “ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანას, ბუგეულის, ჭრებალოს, ძირაგეულის, ხოტევის, ხვანჭკარას, კლდისუბანის, მეორე ტოლას, წესის, ნიკორწმინდის, პირველი ტოლას, სადმელის, ლიხეთის, ურავისა და კვაცხუთის 300-ზე მეტი მოსახლე, ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადამზადდა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, სპეციალისტების დახმარებით, მონაწილეებმა ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, სემინარი ასევე ჩატარდა სოფელი სადმელის ინკლუზიის ცენტრის ბენეფიციარებისთვის. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, ხორციელდება პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები