საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი გაიმართება

დღეს “ტელეიმედისა“ და რიყის ტერიტორიის საქმის ეპიზოდებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება.
პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმება. სხდომას ბრალდებული გიგი უგულავაც დაესწრება. მისი დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდების მიერ აქამდე წარდგენილმა მოწმეებმა ვერ დაასაბუთეს მისი ბრალეულობა. მათი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრალდების აბსურდულობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები