ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა პანელური დისკუსია „მდგრადი ტურიზმის განვითარება საქართველოში“ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მედია გამოცემის Where.ge ორგანიზებით გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თამარ ყორიაულმა საქართველოში ტურიზმის განვითარებისა დინამიკის, მიღებულ ეკონომიკურ სარგებელსა და მსოფლიოში მდგრადი ტურიზმის განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა.

პანელურ დისკუსიაში ავიაციის, სტუმარმასპინძლობის სფეროს, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები