ესტონეთს სურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირის რეფორმის გზაზე და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ჩვენი გამოცდილებით, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი ალან კარისი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით და განსაკუთრებით მოქმედებით.
„ესტონეთს სურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირის რეფორმის გზაზე და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ჩვენი გამოცდილებით. მომავალი კვირები მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ საქართველოს გზაზე და ევროკომისიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესრულების გზაზე. საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით მოქმედებით. ეს დავადასტურე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე“, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი Facebook-ზე.