თამარ ჩიბურდანიძე: თუ დავაკვირდებით, ზურაბიშვილი დადის იმ ქვეყნებში, რომლებიც გამოირჩევიან „ნაცმოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის, მათ ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიციის ღია მხარდაჭერით – ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია
„იმდენ აბსურდულ, აბლაბუდას ქსელში გაეხვია პრეზიდენტი იმიტომ, რომ რასაც გეგმავენ უცხოეთიდან პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ყველა სვლას უგებს ხელისუფლება“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ განაცხადა.
როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტები არის სანახაობითი და ამით ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან განცდა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის ვიზიტების დამსახურებით იქნება მიღებული.
„ძალიან ძნელია პრეზიდენტის მოტივები ახსნა მისი გადმოსახედიდან, თუმცა ძალიან ადვილია ჩვენი შეფასებიდან ამ მოტივების ახსნა. რაც შეეხება, მის ვიზიტებს და კონსტიტუციის უხეშ დარღვევას. იცით, რა არის?! პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს სალომე ზურაბიშვილი. ამჟამად ბალტიისპირეთში უშუალო ვიზიტით ჩავა თუ სატელეფონო საუბრები შედგება მათ შორის, რადგან შედეგი იქნება ერთი. სტატუსის მოცემა არაა დამოკიდებული იმაზე, სალომე ზურაბიშვილი რამდენ სახელმწიფოში განახორციელებს ვიზიტს.
თუ დავაკვირდებით, ზურაბიშვილი დადის კონკრეტულად იმ ქვეყნებში, რასაც ჩვენ ამჟამად ვხედავთ (არ ვიცით, ხვალ, რომელ ქვეყანას მიამატებს თავის სიას), რომელი ქვეყნებიც გამოირჩევიან „ნაცმოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის, მათ ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიციის ღია მხარდაჭერით. ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს ზურაბიშვილი, რომ ის არის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ერთ თამაშს თამაშობენ.
ეს არის საჩვენებელი, სანახაობითი ვიზიტები. მეტი არაფერი შეფასება არ შეიძლება ამას მივცეთ, ეს არის სანახაობითი, საჩვენებელი ვიზიტები, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილი რომ არ იყოს და არ ჰქონდეს ეს ვიზიტები ევროპის სახელმწიფოებში, საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ. კიდევ ერთხელ, ვიმეორებ იმას, რაც ვიცით უკვე საზოგადოებამ, რომ ახლა არის ბრძოლა თუ ვინ აიღებს იმ კვერთხს ხელში, ვინ იქნება საქართველოს მხსნელი ევროპის გზაზე. აი, ამ მხსნელი სტატუსისთვის მიდის ახლა ბრძოლა – მეტი არაფერი.
რაც შეეხება, ოთარ ფარცხალაძეს მიმართ, მის ორაზროვან დამოკიდებულებას, ჯერ ითხოვდა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, შემდეგ ეს გადაიფიქრა. აქ სულ სხვა თემაა, მე ასე ვფიქრობ, მათ უშუალოდ ფარცხალაძის თემა კი არ აინტერესებდათ, მისი მოქალაქეობის საკითხი, მათ უნდოდათ, ალბათ ჩაფიქრებული იყო (შესაძლებელია უკვე აღარ დადგეს დღის წესრიგში, რადგან ხელისუფლებამ ეს რაუნდი პირწმინდად მოუგო), რომ ფარცხალაძის შემდეგ ყოფილიყო სანქციები სხვა ქართველ ბიზნესმენებზე, ყოფილ და ახალ პოლიტიკოსებზე თუ სხვაზე. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ სერიოზული სვლა გააკეთა, მათ ჩაუკეტა აქეთკენ მიმავალი გზა იმით, რომ საკუთარი ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას მიანიჭა უპირატესობა, ვიდრე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებას.
ანუ, სრულიად კანონიერად ხელისუფლებამ განახორციელა ჩამკეტი პოლიტიკური სვლა. რის წინააღმდეგადაც სრულიად უძლურია უცხოეთი, რომლის პირდაპირი შემსრულებელი არის ამჟამად სალომე ზურაბიშვილი. ამიტომ, ისინი აღმოჩნდნენ ჩიხში. ვერც ეროვნული ბანკის საბჭო პარალიზებული ვერ გახადეს, რადგან ისევ პრეზიდენტმა, რომელმაც გუშინ ისეთი აბსურდი და მაპატიეთ სასაცილო ფრაზა თქვა, თურმე ეს კანდიდატები (ყეინიშვილი და ხომერიკი) თავის დროზე გადმოუგზავნა პარლამენტს იმიტომ, რომ ცდიდა, რაზე იყო წამსვლელი ხელისუფლება, ანუ რაზე წავიდოდა „ქართული ოცნება“. წარმოიდგინეთ, აბსურდის თეატრს თამაშს საქართველოს პრეზიდენტი.
იცით რა არის? იმდენ აბსურდულ, აბლაბუდას ქსელში გაეხვია პრეზიდენტი იმიტომ, რომ რასაც გეგმავენ უცხოეთიდან პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ყველა სვლას უგებს ხელისუფლება. განა მარტო სვლას უგებს, მძიმე წონიან ფიგურებს ართმევს ოპოზიციის მხარდამჭერ უცხოურ ლობისტებს . ხელისუფლება ოპოზიციას არ ეთამაშება იმიტომ, რომ ესენი საჭადრაკო დაფაზე ვერც გაიშლებიან ელემენტარულად. სულ პაიკები არიან, ამათ ფიგურებიც არ ჰყავთ, რომ უკანა პლანზე ჩაალაგონ. იმდენად ყველა სვლა არის მომგებიანი ხელისუფლების მხრიდან, არიან შოკში.
ეს არის დაბნეული, კუთხეში მიმწყვდეული გუნდის (ვინც არიან იქ) ქმედება, იმდენად აბსურდული, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ოპოზიციას ვინც ჰყავდა ამომრჩეველი, ბოლო საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებში, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ ხმების 70% ვეღარ აიღებენ. ეს არის მათ დაბნეულობის მიზეზი“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.