ანრი ოხანაშვილი: დავუშვათ, თავი შეგვეკავებინა და არ წარგვემართა ეს პროცესი, ეს ნიშნავდა იმას, რომ მმართველი პარტია თავისი უმოქმედობით სოლიდარულია პრეზიდენტის მიერ ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევის მიმართ
სხვა სამართლებრივი სივრცე ჩვენ არ გვქონდა, რომ დავუშვათ თავი შეგვეკავებინა და არ წარგვემართა ეს პროცესი, ეს ნიშნავდა იმას, რომ მმართველი პარტია თავისი უმოქმედობით სოლიდარულია პრეზიდენტის მიერ ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესაბამისმა სახელმწიფო ინსტიტუტმა პატივი სცეს კონსტიტუციას. სხვა სამართლებრივი სივრცე ჩვენ არ გვქონდა, რომ დავუშვათ თავი შეგვეკავებინა და არ წარგვემართა ეს პროცესი, ეს ნიშნავდა იმას, რომ მმართველი პარტია თავისი უმოქმედობით სოლიდარულია პრეზიდენტის მიერ ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევის მიმართ. სახელმწიფოს მეთაურის ფორმალური სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ ის არის კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი სივრცე პრაქტიკულად არ აქვს იმ კონსტიტუციური დანაწესებიდან გამომდინარე, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის და მთავრობის უფლებამოსილებებს“, – თქვა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება.