გივი მიქანაძემ სერბეთის კვოტით სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის შერჩევაში მიიღო მონაწილეობა

გივი მიქანაძემ სერბეთის კვოტით სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის შერჩევაში მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საფრანგეთში, პარიზში გაიმართა.

კომიტეტმა განიხილა სერბეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლის შესარჩევად წარდგენილი კანდიდატები (ვლადიმერ მარნიკოვი, ნატაშა პლავშიჩი და ბრანკო რაკიჩი) და მათთან გასაუბრებაც ჩაატარა; რის შემდეგაც, ფარული კენჭისყრის შედეგები მოსამართლის ასარჩევად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას გადაეგზავნა, რომლის საშემოდგომო სესია სტრასბურგში 9-13 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები