მიხეილ სარჯველაძე – გლდანში მომხდარ ინციდენტზე: საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა – როგორც ჩანს, ეს არის მოტივი, რის გამოც ვხედავთ ასეთ უსაფუძვლო ბრალდებებს

საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. როგორც ჩანს, ეს არის მოტივი, რის გამოც ვხედავთ ასეთ უსაფუძვლო ბრალდებებს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ იმ ფონზე, როდესაც ძალადობა არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ის, რაც ყველაზე ნაკლებად აწყობს ჩვენს ხელისუფლებას, რასაკვირველია, ასეთ ფონზე, უნდა გვესმოდეს, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ, გამოძიება გაარკვევს ყველაფერს და, შესაბამისად, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და სამართლებრივი რეაგირებაც ამის შესაბამისი იქნება“, – აღნიშნავს სარჯველაძე.

გლდანში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
.

შსს-მ ძალადობის ფაქტზე, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები