ფოთში ნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლის 718 მოსწავლემ სასწავლო პროცესი სრულიად განახლებულ გარემოში დაიწყო.

დასრულებული სამუშაოები ქალაქის მერმა, ბექა ვაჭარაძემ დაათვალიერა.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდა სკოლის შიდა ინტერიერი-საკლასო ოთახები, დერეფნები, სამასწავლებლო. კეთილმოეწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რესურს ოთახი, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სააქტო და სპორტული დარბაზები. გამოიცვალა შენობის სახურავი.

ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოიხატა სკოლის კედელი.

,, სკოლებში ინფრასტრუქტურული მიმართულებით გამოწვევები ჯერ კიდევ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რადგან ფოთელმა მოსწავლეებმა განათლება უფრო თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიიღონ” -განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები