აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„მათ ისაუბრეს აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებზე ყარაბაღში და აშშ-მა დაადასტურა მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბლინკენმა ასევე შეშფოთება გამოხატა ყარაბაღში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიმართ და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს მოუწოდებს დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა.
„ბლინკენმა გამოხატა შეერთებული შტატების ღრმა შეშფოთება ყარაბაღში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიმართ. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მოუწოდებს აზერბაიჯანს, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და თავისი ვალდებულებები, პატივი სცეს ყარაბაღში მცხოვრები ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებას და უზრუნველყოს მისი ძალების დაცვა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან“,- აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.