გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები ზუსტად ემთხვევა იმ დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს – მიხეილ სარჯველაძე 

“მდგრადი განვითარების მიზნები, რომელიც გაეროს მთავარი პრიორიტეტი გახლავთ, ეს ზუსტად ემთხვევა იმ დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, სახელმწიფოს აქვს. ამდენად, მსგავს ფორმატებში პრემიერ-მინისტრის უმაღლეს დონეზე მონაწილეობა, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა,

ის პრემიერ-მინისტრის გაეროს 78-ე ასამბლეაზე გამოსვლას გამოეხმაურა.

„ყველასთვის გასაგებია, რომ თანამედროვე სამყაროში ქვეყნის ჩართულობა საერთაშორისო აქტივობაში, ძალისხმევაში, ზოგადად, არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის. მით უმეტეს, რომ მდგრადი განვითარების მიზნები, რომელიც გაეროს მთავარი პრიორიტეტი გახლავთ, ეს ზუსტად ემთხვევა იმ დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, სახელმწიფოს აქვს. აქედან გამომდინარე, მსგავს ფორმატებში პრემიერ-მინისტრის უმაღლეს დონეზე მონაწილეობა, რა თქმა უნდა, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა. შესაბამისად, გადაუჭარბებლად ვიტყვით, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი გარემოება ბოლო დროინდელ ქართულ პოლიტიკაში“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები