ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს, ასევე მნიშვნელოვანია სომხეთის სუვერენიტეტის პატივისცემა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს.

DW-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ შოლცმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

კანცლერის თქმით, ყურადღების ცენტრში ადგილზე შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დახმარება უნდა იყოს, რაც ახლა აზერბაიჯანის პასუხისმგებლობაა.

„კონფლიქტის მდგრადი მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება უნდა იქნეს გარანტირებული, ასევე მნიშვნელოვანია სომხეთის სუვერენიტეტის პატივისცემა“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები