აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდება
გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდება.
ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის პრესსამსახური იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ხვალ გაიმართება, განიხილება გაერო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის სხვადასხვა სფერო და რეგიონული საკითხები, ასევე აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობები.