მატეუშ მორავეცკიმ უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ პოლონელებს შეურაცხყოფა აღარასოდეს მიაყენოს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ პოლონელებს შეურაცხყოფა აღარ მიაყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„მე… მინდა ვუთხრა პრეზიდენტ ზელენსკის, აღარასოდეს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, როგორც ეს გააკეთა ცოტა ხნის წინ გაეროში სიტყვით გამოსვლისას“, – განაცხადა მორავეცკიმ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე.
ცნობისთვის, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ევროპაში სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულის მიწოდებას თრილერად აქცევს, ისინი ეხმარებიან მოსკოველი მსახიობისთვის სცენის მომზადებაში“.