თეთრ სახლში ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, როდესაც ზელენსკი და მისი მეუღლე, ოლენა ზელენსკა ორმხრივ შეხვედრაზე მივიდნენ, ერთ-ერთმა რეპორტიორმა წამოიძახა: „ბატონო პრეზიდენტო, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი?“.

„ძალიან მნიშვნელოვანია“, – უპასუხა ზელენსკიმ მას თეთრ სახლში შესვლამდე.

აღნიშნული შეხვედრის დროს ბაიდენი, სავარაუდოდ, უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს, რომლის ღირებულება 325 მილიონ დოლარზე მეტია.

აშშ-ის ორი ოფიციალური პირის თქმით, მოსალოდნელია, რომ ეს დახმარება უფრო მეტ კასეტურ საბრძოლო მასალას შეიცავდეს, რაც უკვე მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც აშშ-მა კიევს საკამათო იარაღი მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები