უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კაპიტოლიუმში ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა და მათ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების დაფინანსების დამტკიცებისკენ მოუწოდა.
მედიის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განუცხადა.
შუმერს ზელენსკის მიერ კონგრესის წევრებთან გამართული შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია.
„იყო ერთი წინადადება, რომელიც აჯამებდა [ჩვენს საუბარს] და მე მას სიტყვასიტყვით გეტყვით. ბატონმა ზელენსკიმ თქვა: „თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ“, – განუცხადა დემოკრატმა ჟურნალისტებს.
ამავდროულად, აშშ-ის პალატის თავმჯდომარემ, კევინ მაკკარტიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა და ის არ დაუჭერს მხარს უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებას. გარდა ამისა, მაკკარტი მოითხოვს, რომ თეთრმა სახლმა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად მეტი გააკეთოს.