ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ვაშინგტონში ვიზიტის დროს, აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდა.

უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ისინი 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტის დროს დაღუპულთა მემორიალს ყვავილებით შეამკობენ.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადებები არ იგეგმება.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკი კაპიტოლიუმში კონგრესმენებს შეხვდა, რომლებსაც მოუწოდა, დაამტკიცონ უკრაინის დამატებითი დახმარების დაფინანსება.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის შემდეგი შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ექნება. სადაც დახმარების ახალი პაკეტი გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები