„ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რაში დაიხარჯა მათი ფული უკრაინაში“ – „რესპუბლიკელი“ კონგრესმენებისა და სენატორების ჯგუფი ბაიდენის ადმინისტრაციას წერილით მიმართავს

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენებისა და სენატორების ჯგუფმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ერთობლივი წერილით მიმართა.

როგორც მათ წერილშია აღნიშნული, ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რაში დაიხარჯა მათი ფული უკრაინაში.

„ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რაში დაიხარჯა მათი ფული. როგორ მიმდინარეობს კონტრშეტევა? უკრაინელები უფრო ახლოს არიან გამარჯვებასთან, ვიდრე 6 თვის წინ იყვნენ? როგორია ჩვენი სტრატეგია? რას განსაზღვრავს ადმინისტრაცია უკრაინაში გამარჯვებად?

კონგრესის პასუხისმგებლობის აბსურდული უარყოფა იქნებოდა ამ თხოვნის დაკმაყოფილება აღნიშნულ კითხვებზე პასუხების ცოდნის გარეშე. ამ მიზეზების გამო – და რა თქმა უნდა, სანამ არ მივიღებთ პასუხებს ზემოხსენებულ კითხვებზე და სხვა მომავალ კითხვებზე – ჩვენ ვეწინააღმდეგებით თქვენს მოთხოვნაში შეტანილ უკრაინის ომისთვის დამატებითი ხარჯების გამოყოფას“, – ნათქვამია წერილში.

ერთობლივ წერილს ხელს აწერენ შემდეგი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენები და სენატორები: სენატორი ჯეი დი ვენსი, სენატორი რენდ პოლი, სენატორი მაიკ ბრაუნი, სენატორი ტომი ტუბერვილი, სენატორი მაიკ ლი, სენატორი როჯერ მარშალი და კონგრესმენები ჩიპ როი, პოლ გოსარი, დენ ბიშოპი, ბილ პოზი, როჯერ უილიამსი, კლეი ჰიგინსი, ჰარიეტ ჰეგემანი, ბობ გუდი, უორენ დევიდსონი, ანა პაულინა ლუნა, გრეგორი სტიუბი, ჯოშ ბრეჩინი, ენდი ოგლსი, ენდი ბიგსი, რასელ ფრაი, ელი კრეინი, ჯეფ დუნკანი, ბეთ ვან დიუინი, ლენს გუდენი, მერი მილერი, ბაირონ დონალდსი, მაიკლ კლაუდი და ტროი ნელსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები