სენატორი რენდ პოლი: ჩვენ არ გვაქვს ზედმეტი ფული უკრაინაში გასაგზავნად – როდის დასრულდება დახმარების მოთხოვნა?
დღეს მე ვაფრთხილებ პალატის, სენატისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის ხელმძღვანელობას, არ დავთანხმდები რაიმე სახის ფინანსური ღონისძიების დაჩქარებულ მიღებაზე, რომელიც უკრაინისთვის მეტი ამერიკული დახმარების გაწევას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რენდ პოლმა განაცხადა.
„მარტივად რომ ვთქვათ: ჩვენ არ გვაქვს ზედმეტი ფული უკრაინაში გასაგზავნად. ჩვენი დეფიციტი წელს 1,5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. უკრაინაში გასაგზავნად ჩინეთიდან ფულის სესხებას აზრი არ აქვს“, – აღნიშნა სენატორმა.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა უკრაინას 113 მილიარდი დოლარი გამოუყვეს.
„როდის დასრულდება დახმარების მოთხოვნა? როდის დასრულდება ომი? ვინმეს შეუძლია ამიხსნას როგორ გამოიყურება გამარჯვება უკრაინაში? პრეზიდენტ ბაიდენს, რა თქმა უნდა, არ შეუძლია. მისმა ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ამ ომში მკაფიო სტრატეგიის ან მიზნის ჩამოყალიბება და უკრაინის დიდი ხნის ნანატრმა კონტრშეტევამ ვერ მიაღწია მნიშვნელოვან მიღწევებს აღმოსავლეთში.
მკაფიო დასასრულის გარეშე, უფრო სავარაუდოა, რომ უკრაინა გახდება კიდევ ერთი გაუთავებელი ჩიხი, რომელიც დაფინანსებულია ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ. ამიტომ იკლებს საზოგადოების მხარდაჭერა ომისადმი. CNN-ის აგვისტოს გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამერიკელთა უმრავლესობა ახლა ეწინააღმდეგება კონგრესის მიერ უკრაინის დამატებითი დაფინანსების ნებართვას.
ეს ორივე მხარის სენატის ხელმძღვანელობამ იცის. ამიტომ, ისინი ცდილობენ ფედერალური მთავრობის მძევლად აყვანას, რათა 24 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების მოთხოვნა განგრძობით რეზოლუციაში ჩასვან“, – განაცხადა სენატორმა რენდ პოლმა.