სტუ-ის რექტორი: უნივერსიტეტის ლექტორი გარდაიცვალა ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით

“ის გარდაიცვალა ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით – ეს არ უკავშირდება აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ პროფესორ ოთარ გელაშვილის გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გელაშვილი დაახლოებით 1 თვის წინ, ქვემო ქართლის რეგიონში იპოვეს, მას მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, გუშინ დილას კი გარდაიცვალა.

მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

“40 დღის წინ, ერთი დღე იყო საღამოს შვიდი საათიდან დილამდე მიუწვდომელი. შემდგომში ის იპოვეს რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონში, იყო ძალიან მძიმე მოტეხილობებით. გაუკეთდა მას ოპერაცია რუსთავში, შემდეგ გადმოყვანილი იყო საუნივერსიტეტო კლინიკაში. ბატონ ოთარ გელაშვილი გარდაიცვალა გუშინ დილას…

ის გარდაიცვალა ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით. გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიებას როგორც ვიცი, ერთი პირი ჰყავს დაკავებული, ერთი მიმალულია. ოჯახს ადვოკატი ჰყავს. ველოდებით შედეგებს. ეს არ უკავშირდება აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მეცნიერს აქვს უფლება ჰქონდეს პირადი ბიზნესი და შეიძლება ერთ-ერთ ბიზნესს უკავშირდება”,- ამბობს რექტორი ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები