გერმანია მხარს არ უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევას

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანნალენა ბერბოკი ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებას, რომელიც რუსეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევას გულისხმობს.

ამის შესახებ მან ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში თქვა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ბერლინი „არ უჭერს მხარს“ რუსეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევას „და ამის შესახებ გარკვევით და არაერთხელ ვესაუბრე ჩემს უკრაინელ თანამოსაუბრეებს“.

“ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ყველაფერს ვუჭერთ მხარს, რაც უკრაინის ხელმძღვანელობის მხრიდან მოდის. ეს ასევე მნიშვნელოვანია გერმანიაში დისკუსიებისთვის”, – თქვა ბერბოკმა.

მან ასევე გამოხატა სიფრთხილე ზელენსკის წინადადებასთან დაკავშირებით, რომ გერმანიას მიეცეს მუდმივი ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოში.

“ჩვენ ვერ ვიტყვით: კარგი, უბრალოდ შევცვლით უშიშროების საბჭოს. ეს გარკვეულწილად გულუბრყვილო იქნებოდა”, – ამბობს გერმანელი მინისტრი და იხსენებს, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების სტატუსს კიდევ რამდენიმე სახელმწიფო ესწრაფვის.

21 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკი ორგანიზაციის რეფორმის წინადადებით გამოვიდა, კერძოდ, რომ გაიზარდოს საბჭოს შემადგენლობა, გენერალურ ასამბლეას უშიშროების საბჭოს ვეტოს გადალახვის შესაძლებლობა მიეცეს, ასევე, მას ჰქონდეს სანქციების გზით აგრესიის პრევენციის მექანიზმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები