საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლის ანგარიშგების გარე აუდიტს Deloitte and Touche LLC განახორციელებს

პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლის ანგარიშგების გარე აუდიტორად, კომპანია Deloitte and Touche LLC -ს 83 ხმით მხარი დაუჭირა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კონკურსში მონაწილეობას დიდი ოთხეულიდან სამი აუდიტორული კომპანია იღებდა: Deloitte and Touche LLC; EY Georgia და Kpmg Georgia. კომისიამ არჩევანი საუკეთესო პირობების გამო, აღნიშნულ კომპანიაზე შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები