რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით აკრძალა

რუსეთიდან ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით აიკრძალა. რუსეთის მთავრობის დადგენილებით, გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა.

მანამდე, ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ შემოღებული შეზღუდვები შესაძლებელს გახდის საავტომობილო საწვავის „რუხი“ ექსპორტის შეჩერებას და შიდა ბაზრის გაჯერებას.

სამინისტრო იმედოვნებს, რომ ღონისძიებამ შესაძლოა, ფასების დამატებითი შემცირება გამოიწვიოს.

ბოლო რამდენიმე თვეა, რუსული საწვავის ფასები რეკორდულად იზრდება. რუსი ექსპერტები ამას, სხვა საკითხებთან ერთად, „რუხი“ ექსპორტითაც ხსნიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები