“რთულია, ერთ შეხვედრაში გადაწყვიტო ყველა ის პრობლემა, რომელიც ყარაბაღელ სომხებსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს” – ალიევის სპეციალური წარმომადგენელი
აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩინ ამირბეკოვის თქმით, რთულია, ერთ შეხვედრაში გადაწყვიტო ყველა ის პრობლემა, რომელიც ყარაბაღელ სომხებსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს.
ამის შესახებ მან Sky News Arabia-ს ეთერში ევლახში გამართულ შეხვედრაზე საუბრისას თქვა.
„მე მჯერა, რომ დღევანდელი მოლაპარაკებები ევლახში მრავალი შეხვედრიდან პირველია. არ უნდა ველოდოთ, რომ ყველა პრობლემა, რომელიც ყარაბაღის სომხებსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს, ერთ შეხვედრაში მოგვარდება”, – თქვა მან.
ალიევის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყარაბაღის სომხების საკითხი აზერბაიჯანის შიდა საკითხია.
„ჩვენ ვაწარმოებთ ღია მოლაპარაკებებს სომხეთთან ურთიერთპატივისცემის ლოზუნგით. სომხებთან დისკუსიამ შესაძლოა, გამოიწვიოს სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც დაასრულებს ათწლეულების კონფლიქტს“, – დასძინა მან.