10 წლით თავისუფლების აღკვეთა – ირანის პარლამენტმა ჰიჯაბის ტარების შესახებ კანონის გამკაცრებას დაუჭირა მხარი

ირანის პარლამენტმა კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც ქალების მიერ ისლამური ჩაცმულობის კოდექსის დარღვევისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გასული წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც მაჰსა ამინი მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმისთვის სასიკვდილოდ დაისაჯა, ბევრი ირანელი ქალი მის ტარებაზე, პროტესტის ნიშნად, უარს ამბობს.

კანონპროექტს მხარი საკონსტიტუციო ზედამხედველობის ორგანომ უნდა დაუჭიროს, რის შემდეგაც ის სრულფასოვან კანონად გადაიქცევა.

კანონის შემოღების მიზანია – ისლამური ჩაცმულობის კოდექსის დაცვაზე კონტროლის გამკაცრება.

გაეროში აცხადებენ, რომ კანონპროექტი ირანელი ქალებისა და გოგონების დევნას გააძლიერებს.

დღესდღეობით ქალებს, “მიუღებელი ჩაცმულობისთვის” მხოლოდ აჯარიმებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები