“რეგიონულ საკითხებში მესამე ქვეყნების ჩართვა ართულებს პრობლემებს და საფრთხეს უქმნის მიღწეულ შეთანხმებებს” – ირანის საგარეო უწყება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის,, ნასერ ქანაანის განცხადებით, თეირანი კმაყოფილია, რომ აზერბაიჯანის მთავრობასა და ყარაბაღში მცხოვრები სომხების წარმომადგენლებს შორის შეთანხმება მოხდა.

მისი თქმით, “ვიმედოვნებთ, რომ ამის შემდეგ რეგიონში ომის მომსწრე არ ვიქნებით. ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერს რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების სრულ პატივისცემას. ირანი მზადაა, დაეხმაროს რეგიონის ქვეყნებს მუდმივ და მდგრად სამშვიდობო პროცესში. რეგიონულ საკითხებში მესამე ქვეყნების ჩართვა მხოლოდ ართულებს პრობლემებს და საფრთხეს უქმნის მიღწეულ შეთანხმებებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები