ილია დარჩიაშვილი – პრემიერის შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში: საკითხი, რომელიც იქნა განხილული ორმხრივ ფორმატში, შეეხებოდა ჩვენს თანამშრომლობას, პარტნიორობას და იმ სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ბოლო 30 წლის განმავლობაში

საქართველოს პრემიერმინისტრმა დღეს გამართა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბატონ სალივანთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აშშ-ში განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ საქართველო ელოდება, როდის ჩაბრძანდება აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიტანს ახალ მუხტს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა.

„საკითხი, რომელიც იქნა განხილული ორმხრივ ფორმატში, შეეხებოდა ჩვენს თანამშრომლობას, პარტნიორობას და იმ სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ საქართველო ელოდება, როდის ჩაბრძანდება აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიტანს ახალ მუხტს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა. შეხვედრაზე, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ იყო აქცენტი ზოგადად, უსაფრთხოების საკითხებზე ჩვენს რეგიონში, რეგიონს მიღმა, რეგიონში მიმდინარე ომის შესახებ და რა თქმა უნდა, ეს საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას, იყო განხილვის ერთ-ერთი საგანი. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ მაღალ დონეზე ხდება კომუნიკაცია ორ ქვეყანას შორის”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები