მთიანი ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის შედეგად, სულ მცირე, 200 ადამიანი დაიღუპა და 400-ზე მეტი დაშავდა, – ამის შესახებ ე.წ. არცახის ომბუდსმენი, გეგამ სტეპანიანი სოციალურ ქსელში წერს.
„სამოქალაქო მოსახლეობაში დაჭრილთა რაოდენობა 40-ს აჭარბებს, მათგან 13 ბავშვია. ამ დროისთვის დაღუპულია 10 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 5 ბავშვია“, – წერს სტეპანიანი.
შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა. თითქმის 24 საათის შემდეგ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.