ზელენსკიმ გაეროში საომარი მოქმედებების შესაწყვეტად ორი პუნქტი დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ორი პუნქტი დაასახელა, რომელთა განხორციელებაც საომარი მოქმედებების სრულ შეწყვეტას შეუწყობს ხელს.

„მინდა ყურადღება გავამახვილო ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს არის როგორც გაეროს ქარტიის, ისე ჩვენი სამშვიდობო ფორმულის ელემენტი, რომელიც განუყოფლად არის დაკავშირებული ოკუპანტებისგან ტერიტორიის გაწმენდის საკითხთან. ოკუპაცია დინამიტის ამოუწურავი წყაროა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესით. ასე რომ, მე მოგცემთ კონკრეტული ნაბიჯების მაგალითებს, რომლებიც უნდა გადაიდგას ძლიერი უსაფრთხოების არქიტექტურისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველი პუნქტი არის ყველა რუსული ჯარის და სამხედრო ფორმირებების სრულად გაყვანა, „რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ან მისი ნარჩენების ჩათვლით, ასევე რუსეთის ყველა დაქირავებული და გასამხედროებული ფორმირების გაყვანა უკრაინის მთელი სუვერენული ტერიტორიიდან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მისივე თქმით, მეორე პუნქტი არის უკრაინის ეფექტური კონტროლის სრული აღდგენა მთელ სახელმწიფო საზღვარზე და ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაზე, მათ შორის შავ და აზოვის ზღვებზე, ასევე ქერჩის სრუტეზე.

„ფაქტობრივად, მხოლოდ ამ ორი პუნქტის განხორციელება გამოიწვევს საომარი მოქმედებების პატიოსან, საიმედო და სრულ შეწყვეტას“, – დასძინა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები