რუსეთის თავდაცვის უწყება: რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში დაიღუპნენ

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 20 სექტემბერს რუსი ჯარისკაცების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ისინი დაიღუპნენ. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ცნობით, ინციდენტი მოხდა „რუსული სამშვიდობო კონტინგენტის დაბრუნების დროს, სადამკვირვებლო პუნქტიდან ჯანიათაგის დასახლების ზონაში.

როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, დაბომბვა მცირე ზომის იარაღიდან განხორციელდა, თუმცა ვისი მხრიდან გაიხსნა ცეცხლი, უცნობია.

ამასთან, უწყებაში არ აკონკრეტებენ რამდენი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა მანქანაში.

„ინციდენტის ყველა გარემოების გარკვევის მიზნით ადგილზე მუშაობენ საგამოძიებო ორგანოების რუსეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა. თითქმის 24 საათის შემდეგ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.

რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში 2020 წლიდან აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ დადებული სამმხრივი შეთანხმებების შესაბამისად იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები