ფაშინიანმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ამის შესახებ ფაშინიანის პრესმდივანი, ნაზელი ბაღდასარიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მხარეებმა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება და სომხეთ-რუსეთის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები განიხილეს.