სომხეთის პრმიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი სტეპანაკერტსა და ბაქოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაში არ მონაწილეობდა.
ამის შესახებ მან პირდაპირ ეთერში თქვა.
მისი თქმით, შესაბამისი შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაცია მთიანი ყარაბაღის ე.წ.ოფიციალური საინფორმაციო გვერდებიდან შეიტყო.
ამავე დროს, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შედეგად მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების საკითხზე საუბრისას, ფაშინიანა თქვა, რომ
„ლოგიკურად მოსალოდნელია, რომ თუ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობოებმა შესთავაზეს ცეცხლის შეწყვეტა, მაშინ ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მათ სრულად და ყოველგვარი დათქმის გარეშე მიიღეს ვალდებულება უზრუნველყონ მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოება, რაც ნიშნავს, რომ მათ უნდა უზრუნველყონ მათი საკუთარ მიწაზე ცხოვრების უფლების შენარჩუნება. და მე მჯერა, რომ ამ განცხადებით ისინი იღებენ სრულ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.