“დე იურე აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედებდა” – კრემლი ერევნის ბრალდებას პასუხობს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „დე იურე აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედებდა“.
ასე უპასუხა კრემლმა ერევნის ბრალდებებს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების უმოქმედობის შესახებ.
„ჩვენ არ ვიღებთ ასეთ საყვედურებს, განსაკუთრებით – სომხური მხარის ოფიციალური გადაწყვეტილების შემდეგ ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების შესახებ. დე იურე, ახლა საუბარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქმედებებზე მის ტერიტორიაზე“, – თქვა პესკოვმა.
მისი თქმით, ერევანთან, ბაქოსა და ყარაბაღის სომხებთან კონტაქტები გრძელდება.