ნათია თურნავა: ჩვენს საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება

“ჩვენს საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება და ამ კუთხით საზოგადოებამ შეიძლება შეინარჩუნოს სიმშვიდე და იყოს აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ სისტემა მდგრადია”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, საფინანსო სისტემა არის მდგრადი, ბანკები არის საკმაოდ ძლიერი და გამჭვირვალე ინსტიტუციები.

„ბანკებთან კონსულტაცია დაწყებულია. მათ პოზიციასა და ჩვენს პოზიციას შორის სხვაობა არ არის, რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ნიუანსებს, თუ როგორ მოხდება ამა თუ იმ ნორმის აღსრულება, ამაზე ჩვენ საკითხებს კონკრეტულად გავდივართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც ჩვენს საფინანსო სისტემას გააჩნია. ჩვენი საფინანსო სისტემა არის მდგრადი, ჩვენი ბანკები არის საკმაოდ ძლიერი, გამჭვირვალე ინსტიტუციები, კარგად კაპიტალიზირებული, ლიკვიდურობის თვალსაზრისით მაღალუზრუნველყოფილი, ჩვენს საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება და ამ კუთხით საზოგადოებამ შეიძლება შეინარჩუნოს სიმშვიდე და იყოს აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა აბსოლუტურად მდგრადია და დგას ჩვენი ეკონომიკის სადარაჯოზე“, – განაცხადა თურნავა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები