“აშშ მხარს უჭერს ბაქოსა და ყარაბაღის წარმომადგენლებს შორის პირდაპირ დიალოგს” – ბლინკენმა ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ალიევის პრესსამსახური ავრცელებს.

აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები სამიზნე არ არის, ნადგურდება მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები.

ალიევის თქმით, ღონისძიება მხოლოდ მას შემდეგ შეწყდება, რაც იქნება დაყრილი იარაღი და სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები განიარაღდება.

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოთქვა არსებული ვითარების გამო, მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ და განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს ბაქოსა და ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მცხოვრებლების წარმომადგენლებს შორის.

აღსანიშნავია, რომ ენტონი ბლინკენმა სომხეთის პრემიერმინისტრთან სატელეფონო საუბარი გუშინ, 19 სექტემბერს გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები