„ვლოცულობ, რომ მთიანი ყარაბაღის მიწაზე მშვიდობა დამყარდეს“ – რუსეთის პატრიარქი

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ის ლოცულობს, რომ მთიანი ყარაბაღის მიწაზე მშვიდობა დამყარდეს.

„გულის ტკივილით მივიღე ამბავი მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების შესახებ, ახლად გაჩაღებული დაპირისპირების პირველი მსხვერპლის შესახებ. ახალი განსაცდელის წინაშე ვდგავართ. ვლოცულობ და ღმერთს ვთხოვ, რომ სამხედრო მოქმედებების ნაცვლად მოლაპარაკებები წარიმართოს და მთიანი ყარაბაღის მიწაზე მშვიდობა დამყარდეს“, – აცხადებს პატრიარქი კირილი.

როგორც რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა აღნიშნა, ათწლეულების განმავლობაში იგი ყველა ღონეს ხმარობდა ამ ტერიტორიაზე მშვიდობის აღსადგენად. მისი თქმით, აზერბაიჯანისა და სომხეთის სულიერ ლიდერებთან ერთად ის ხელს უწყობდა რელიგიურ თემებსა და ორი ქვეყნის ხალხებს შორის დიალოგს.

„ჩვენ ბევრი რამის მიღწევა მოვახერხეთ და, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტი რელიგიურში არ გადაიზარდა“, – აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები